რეზონანსი
24.11.2025

დღეს ლონდონის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება შვეიცარული ბანკის " Credit Suisse"-ის წინააღმდეგ, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, ისტორია დაწერს იმ უპრეცედენტო რეკეტის შესახებ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იმდენად მართალია, რომ "დიფ სტეიტსაც" გაუჭირდა მისი საქმის გაყალბება. ფოჩხუა აცხადებს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი დღემდე წაგებულ თამაშში არ შესულა, ვინაიდან, ის ყოველთვის მართალია, სიმართლეს კი წინ ვერაფერი აღუდგება.

"დღეს ლონდონის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება შვეიცარული ბანკის " Credit Suisse"-ის წინააღმდეგ.

მოვა დრო და ისტორია დაწერს ამ უპრეცედენტო, ავაზაკური რეკეტის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმდენად მართალია, რომ "დიფ სტეიტსაც" გაუჭირდა ამ ქეისის გაყალბება.

მართალია, მიუხედავად გამარჯვებისა, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად სჯერა ფულის დაბრუნების, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღსრულდება სასამართლო გადაწყვეტილება.

ტყუილად ხარობს ჩვენი ოპოზიცია, მათ ეტყობა არ იციან, რომ განვლილ ცხოვრებაში და დღემდე ბიძინა ივანიშვილი წაგებულ თამაშში არ შესულა.

ასე იქნება ბოლომდე, რადგან ის ყოველთვის მართალია, სიმართლე კი ისეთი რამ არის, რომ წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება." - წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×