
სამართლებრივი პროცესი ადასტურებს, რომ სრულიად მართალია ბიძინა ივანიშვილის მხარე და სამართლებრივად კითხვები არ არსებობს ამ დავასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესი, თუმცა არსებობს პოლიტიკური მდგენელიც.
„პოლიტიკური მდგენელიც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავა სრულად ამოწურულად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სწორედ პოლიტიკური მდგენელის ნაწილიც იყოს, ასე ვთქვათ, მოგვარებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო.