
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავის დასრულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
ქართველიშვილის განცხადებით, „ივანიშვილისა და Credit Suisse-ის ისტორია სამართლის ფარგლებს გასცდა და აბსურდულ სატირად იქცა“, „დიპ სტეიტი“ კი უიმედო მოლოდინშია უკვე მეხუთე წელია, თუ როდის „გატყდება“ ბიძინა ივანიშვილი.
„ეს ისტორია უკვე ერთი ერთში იმეორებს ქართულ კინოკლასიკას და მისი მოსამართლეების ცნობილ ვერდიქტს: "გეკუთვნის...მაგრამა, არ გეკუთვნის".
არსებობს საერთაშორისო იურისპრუდენციის იშვიათი ჟანრი, რომელსაც არც ჰარვარდში ასწავლიან და არც ლოზანაში. მას ეწოდება - „მოგება, რომელიც წაგებად მთავრდება“. სწორედ ამ ჟანრში ვითარდება ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი ეპოპეა Credit Suisse-თან - რომლის ერთადერთი მიზანი ისევ და ისევ საკუთარ ფულზე წვდომაა.
„ორი სასამართლო მოიგო - მაგრამ ბანკთან მაინც წაგებული დარჩა“ - ხარობენ ამ აბსურდზე Ჩვენი და უცხოელი "აკაცუკები". ივანიშვილისა და Credit Suisse-ის ისტორია სამართლის ფარგლებს გასცდა და აბსურდულ სატირად იქცა. ბერმუდების სასამართლო - მოგებულია. ლონდონის სასამართლო - მოგებულია. საერთაშორისო ინსტანციები მკაფიოდ ეუბნებიან ბანკს: „ადამიანს საკუთარი ფული დაუბრუნეთ, ფარᲩაკებო!“
თუმცა ბანკი, კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებს: „სურვილი კი გვაქვს, მაგრამ…სანქციებს რა უყო?!". თუმცა - რომელ სანქციებზეა საუბარი? ვისი მხრიდან და ვის მიმართ? სად არის ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი? პასუხად - სიჩუმეა. ეს „მითიური ამერიკული სანქციები“ მხოლოდ შვეიცარიული ფანტაზიის პროდუქტად ჩანს, თუმცა უნივერსალურ არგუმენტად გამოიყენება.
შვეიცარიული ბანკები, ოდესღაც საიმედოობის სიმბოლო, ახლა ახალ ფოლკლორს ქმნიან: „კლიენტი მოგებულია, სასამართლო მის მხარესაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც Ჩვენ ვიღებთ.“ მაგრამ, თქვენ მაინც იღებდეთ - ჯანდაბას. "დიპ სტეიტის" ჯიბის მარიონეტებად აქციეთ შვეიცარიული აწ უკვე, გაფუჭებული საათივით მომუშავე სისტემა.
პოლიტიკური სურათიც ნათელია:
პატარა საქართველო იქცა სივრცედ, სადაც დიდი ტრანსნაციონალური სტრუქტურები საცდელად ამოწმებენ, რამდენად შეიძლება საერთაშორისო გადაწყვეტილებების უგულებელყოფა.
"დიპ სტეიტი" მეხუთე წელია უიმედო მოლოდინშია - როდის "გატყდება" ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო ისევე, როგორც "სხვისი" ფულადი ნაკადების გაჩერებამ გატეხა ქართული "ოპოზიცია". ამის განუხორციელებლობის თაობაზე მათ ტვინში აზრის ნაპერწკალმაც რომ შეაღწიოს - ტვინის არსებობა, აუცილებელი პირობაა.“ - წერს ქართველიშვილი.