
პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ადამიანი, ვისთანაც თანამშრომლობას არ განიხილავს, ივანიშვილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილია. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილმა გააღიზიანა. მისი თქმით, ის „ვერ ითანაშმრომლებს კაცთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მელიას და მის თანამებრძოლებს რუსულ რეჟიმთან შეკრულები უწოდა.“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დღევანდელ ბრძოლაში მთავარია სიმართლე და ის არ აპირებს, გვერდზე დაუდგეს ადამიანს, რომელიც მათ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვერ აფასებს.
"ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისთვის, რომ მოკელ ვადაში მოვიპოვოთ გაამრჯვება, ჩვენ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით, იმისთვის რომ გული არ გვეტკინა ჩვენი თანამოაზრისთვის. თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა უკომპრომისო, წინააღდმეგობა უკომპრომისო , მაგრამ ფინალური აკორდი როდის იქნება, 8 წელში თუ 9-ში, ეს არავინ იცის.
რამდენიმ კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციიდან ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა, შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მერე მხარი აუბა რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა, ჩემი მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს ვუწოდებ. ასეთ ცილისმწამებლურ ბრალდებას ისვრის და ბოლოში იტყვის, რომ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერასოდეს ვერ მნახავთ. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა, მაგრამ თუკი სიმართლე, ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებული და სიყალბე იქნება ყველა ფეხის ნაბიჯზე, თან გაყიდული ხარ, თან მოდი ვითანამშრმლოთ ეს ვერ მოხდება. მე ნიკა მელიას, ასეთი მბრალდებელის გვერდით ვერასოდეს 1 ჰექტარშიც ვერ მნახავთ, ერთ ფიზიკურ სივრცეში და გარემოში", - აღნიშნა მელიამ.