რეზონანსი
24.11.2025

თვეების განმავლობაში, Wall Street Journal-ი აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა- წერს ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი, X-ზე.

მისი განცხადებით, WSJ-ის მიერ ანდრეი ერმაკის დაცვის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩაიშალოს. ის ასევე აკრიტიკებს გამოცემის მფლობელებს, მერდოკების ოჯახს და აცხადებს, რომ გაზეთს ისინი რუსეთთან ომის გასაგრძელებლად იყენებენ რაც არა საინფორმაციო ორგანიზაციის, არამედ, სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია. 

"თვეების განმავლობაში, Wall Street Journal-ი აქვეყნებდა სტატიას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ანდრეი ერმაკის პირადი კორუფცია. ერმაკმა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი მიითვისა. გამოცემის რედაქტორებს ამის დამტკიცება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის ნაცვლად, ისინი ერმაკს იცავენ. რატომ? 

იმიტომ, რომ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის მცდელობებს, ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო გეგმა აღმოსავლეთ ევროპისთვის. Wall Street Journal-ის მფლობელებს არ სურთ რუსეთთან მშვიდობა. მათ სურთ ომი. ამავდროულად, WSJ-ის სარედაქციო გვერდი აკრიტიკებს ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების დადების მცდელობისთვის.

ეს ნამდვილი კორუფციაა. მკითხველის ინფორმირების გარეშე, მერდოკების ოჯახი იყენებს თავისი გაზეთის ორივე მხარეს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. ეს არ არის საინფორმაციო ორგანიზაციის ქცევა. ეს სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანია", - წერს ტაკერ კარლსონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×