|

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან „საზღვაო ერთი ფანჯრის ეროვნული სისტემის“ ამოქმედებამ საკმაოდ გააძლიერა და გააუმჯობესა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე ისაუბრა, რომელიც ლონდონში გაიმართა და მასში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
თავის გამოსვლაში მარიამ ქვრივიშვილმა მადლიერება გამოხატა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ძვრების, კლიმატური ცვლილებებისა და საზღვაო ტექნოლოგიების მიღწევების გათვალისწინებით, აერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას, მისი ზომის მიუხედავად, თანაბარი ხმა აქვს. მინისტრის შეფასებით, ინტერესთა ეს უნიკალური ბალანსი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარესა და გლობალური საზღვაო მმართველობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
„ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ დაბალანსებულ ინტერესებზე, გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და ყველა ხმის პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საზღვაო წესრიგს. იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა და ერთგვარი ხიდი კონტინენტების შორის, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზე
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|