
ვენეცია, მეტსახელად არხების ქალაქი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების - პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ვენეცია ვენეტოს რეგიონის დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, ვენეციის კომუნაში 270 098 ადამიანი ცხოვრობს. პადუასა და ტრევიზოსთან ერთად, ქალაქი მიეკუთვნება პადუა-ტრევიზო-ვენეციის აგლომერაციას, რომლის მოსახლეობაც 1 600 000 ადამიანს შეადგენს.
სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ. ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „La Dominante", „Serenissima", „ადრიატიკის ზღვის დედოფალი", „წყლის ქალაქი", „ნიღბების ქალაქი", „ხიდების ქალაქი", „მცურავი ქალაქი" და „არხების ქალაქი". როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ლუიჯი ბარცინიმ გაზეთ The New York Times-ს განუცხადა, „ეს ქალაქი უდავოდ ყველაზე მშვენიერია, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია".
ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.
ვენეცია სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით. იგი ერთმანეთისაგან არხებით გამოყოფილ, 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც ხელოვნება, ულამაზესი არქიტექტურა და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. ვენეცია ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება. მისი უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული. წყლიანი ნაწილის ტრანსპორტია ვაპორეტო, გონდოლა და ტაქსი. სახმელეთო ნაწილის ტრანსპორტი კი არის ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო. გონდოლა ვენეციის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. იგი შედგება 280 დეტალისგან და 8 სახეობის ხისგან. ვენეციაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, იგი სიყვარულის და ოცნებების ქალაქია. ვენეციის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ვენეციის აკადემიის გალერეა, წმინდა მარკის მოედანი და მასზე განლაგებული ყველა შენობა, რიალტოს ხიდი, დიდი არხი და სამხატვრო გალერეები. ვენეციაში ყველა მოგზაური იპოვის თავისთვის უამრავ საინტერესო დეტალს: მას შეუძლია აღფრთოვანდეს უძველესი ტაძრებისა და სასახლეების უნიკალური სილამაზით, მოინახულოს მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, იჯდეს ფინჯანი ყავით გარე კაფეში, რათა იგრძნოს ქალაქის ატმოსფერო.
ვენეციაში სამოგზაუროდ აუცილებლად დაგჭირდებათ სატრანსპორტო ბარათი Venezia Unica City Pass www.veneziaunica.it, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიაღწიოთ ქალაქის ყველა კუთხეში.
Best Restaurants
Paradiso (Castello 1260 30122 Venezia, tel +39 335 6223079)
info@inparadiso.net
concilioeuropeodellarte@gmail.com
www.inparadiso.net

მულტიკულტურული სივრცე ვენეციის ცენტრში, რომელიც აერთიანებს რესტორანს, ბისტროს, კაფეს, პანორამულ ტერასას საუკეთესო ხედებით ქალაქის მთავარ სანახაობებზე და ხელოვნების გალერეას. Paradiso განლაგებულია ვენეციის ყველაზე მწვანე მონაკვეთში ბიენალეს ბაღთან. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი სამზარეულო, სადაც ძირითადად ადგილობრივ ინგრედიენტებს იყენებენ ვენეტოს რეგიონიდან და რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული მასპინძლობა.
Nevodi (Via Giuseppe Garibaldi, 1533 30122 Venezia VE tel +039 0412411136)
nevodi.reservations@gmail.com
www.nevodi.com

ვენეციის ერთ-ერთ ყველაზე აუთენტურ უბანში, გარიბალდის ქუჩაზე განლაგებული რესტორანი Nevodi-ის სტრატეგია აგებულია უახლესი პროდუქციის გამოყენებაზე, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი Nevodi-ს ბრენდის ქვეშ იწარმოება და მხოლოდ საკუთარ რესტორანში სტუმრებისთვის გამოიყენება. აქ შემოგთავაზებენ საკვებს, რომელიც ისე გაგრძობინებთ თავს, როგორც საკუთარ სახლში და პერსონალი ყველაფერს გააკეთებ საიმისოდ, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.