
თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შეემთხვა გვიან ღამით სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქვეითი ადგილზე დაიღუპა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
დაღუპულ ნოდარ სეთურიძეს მეგობრები ემშვიდობებიან:
“ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო. თან წაიღე ჩემი გული. საშინელებაა რომ ვეღარ გნახავ როცა ჩამოვალ.
ყოველთვის მომენატრები და ჩემი დანაკლისი იქნები მთელი ცხოვრება. შენს ლამაზ სულს ვენაცვალე და ღმერთმა ნათელში გამყოფოს. შევხვდებით იმიერში.
მიყვარხარ და დიდი ტკივილი ხარ, ჩემო ალალო სუფთა ადამიანო,“ - წერს ნიკა ბაიდოშვილი.