რეზონანსი
26.11.2025

პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, გერმანიის ელჩი თავისი ქმედებებით ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენ ქართული პოლიტიკური განვითარებების შიდა პოლიტიკის კომენტირებას, როდესაც ამხნევებ მოშიმშილე რადიკალებს, როდესაც სხვადასხვა ფორმით ეხმარები ამ რადიკალურ ფორმებს პოლიტიკურად, მხარდაჭერას უცხადებ ამ პოლიტიკურ ძალებს, როდესაც არჩევნებში აკეთებ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. არ ვიცი, რომელ დოკუმენტს კითხულობს ან რა ენაზე კითხულობს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×