რეზონანსი
26.11.2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია. იონათამიშვილის შეფასებით, ეს განცხადება ელჩის მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა.

„მისი მხრიდან ეს უფრო აღიარებითი ჩვენებაა, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ის უხეშად ცდილობდა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ზეგავლენის მოხდენას, არამედ - სასამართლოზეც. გვახსოვს, ისეთი პლაკატების წინ იდგა, სადაც პირდაპირ იყო ძალადობისა და სიძულვილის მოწოდება. ვის გულისხმობს იმაში, „მომიწოდეს ამ განცხადების გაკეთებაო“, ამაზე თვითონ დააზუსტოს. ერთი ფაქტი ისაა, რომ თუ ამით მისი მხრიდან ხდება აღიარება, რომ სინამდვილეში არღვევდა ვენის კონვენციას და მომავალში ამას აღარ გააკეთებს, კი, ბატონო - დაველოდოთ. თუ გააგრძელებს მსგავს საქმიანობას, ეს პირველ რიგში მისივე რეპუტაციისთვის იქნება კარგი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×