|

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლისა და საბავშვო ბაღის - „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი და კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|