
პეტერ ფიშერი აქციაზე მიდიოდა, აფინანსებდა. რადიკალებს ეუბნებოდა, დემოკრატიას იცავთო და იმ პირებს იცავდა, ვინც პოლიციელის შეურაცხყოფაში იყო ბრალდებული. საშინაო საქმეებში მეტად როგორ უნდა ჩაერიოს?, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.
„არ ვიცი, პეტერ ფიშერს წაკითხული აქვს თუ არა ვენეციის 41-ე მუხლი, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, პატივი სცეს იმ ქვეყნის კანონებს, სადაც ელჩია და არ უნდა ისარგებლოს თავისი პოზიციით, არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. მას პარტიას თავის სახელზე არავინ დაურეგისტრირებდა და აქციაზე მიდიოდა, მას ახალისებდა, აფინანსებდა. რადიკალებს პირდაპირ ეუბნებოდა, დემოკრატიას იცავთო და იმ პირებს იცავდა, ვინც პოლიციელის შეურაცხყოფაში იყო ბრალდებული. ფიშერი საშინაო საქმეებში მეტად როგორ უნდა ჩაერიოს? – ცნობილი გამოთქმა, „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, დიდი ხანია, საქართველოში აღარ მუშაობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.