რეზონანსი
26.11.2025

26 ნოემბერს კიშინიოვში რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს.

მოლდოვის სუვერენიტეტისა და საჰაერო ტერიტორიის დარღვევის შესახებ საპროტესტო ნოტის გადაცემის შემდეგ, სამინისტრომ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ოზეროვი შენობას, რომლის შესასვლელთან მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსული დრონია განთავსებული.

ცნობისთვის, აღნიშნული დრონი გუშინ მოლდოვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში მდებარე ერთ-ერთ სახლის სახურავზე ჩამოვარდა. მთავრობის ინფორმაციით, მოლდოვის საჰაერო სივრცე ჯამში ექვსმა დრონმა დაარღვია.

ჩამოვარდნილი დრონის შესახებ ადგილობრივი მედიის კითხვებზე პასუხისას ოზეროვმა ფაქტი უარყო და ეჭვი გამოხატა, თუ რატომ აღმოჩნდა დრონი სახურავზე ისე, რომ არაფერი დაუზიანებია. "ნამდვილად გჯერათ ამის?" - იკითხა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×