რეზონანსი
27.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  შიდა ქართლის პოლიციამ  სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.” – წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×