რეზონანსი
27.11.2025

კაია კალასი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლაში მარცხდება. შესაბამისი განცხადება მან საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მტკიცებით, პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე და შეეცდება ეს მოლაპარაკების გზით გააკეთოს.

„ყველას გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ის. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ერთი მონაწილე აგრესორია, მეორე კი მსხვერპლი. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნების ბრძოლის ველზე მიღწევა, ასე რომ შეეცდება ამას მოლაპარაკებებით მიაღწიოს“, - განაცხადა კალსმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, რუსეთის არმია და სამხედრო ბიუჯეტი უნდა შემცირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×