რეზონანსი
27.11.2025

ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ხალხის გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით გვირგვინი დაადგეს.

„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა,“ - განაცხადა ფილფანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×