რეზონანსი
27.11.2025

გახარია-საქართველოსთვის დეპუტატის, ტატა ხვედელიანის თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და ახალგაზრდობის სააგენტოდან 60-მდე თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"გრძელდება ქართული ოცნების მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა და უკანონო გათავისუფლებები, ახლა უკვე განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში. სახეზეა განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის სახელით შეფუთული პოლიტიკური დევნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არ ეთანხმება დეფაქტო მთავრობას საგარეო კურსის ცვლილების საკითხში და განსხვავებულ აზრს საჯაროდ აფიქსირებს. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი.

საჯარო მოხელეთა დევნა ოცნებამ სისტემურად ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა მათი მხრიდან პირველად დაფიქსირდა განსხვავებული აზრი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებული ოცნების პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. რეპრესიების დაწყებიდან დღემდე, საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია". - თქვა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×