რეზონანსი
28.11.2025

ელჩად წოდებული ფიშერის განცხადებები ქვეყანაში შფოთვის შემოტანას ემსახურება, მოვუწოდებ, ვენის კონვენცია წაიკითხოს და სრულად გაიაზროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა: „შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების, გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით“.

გორდულაძის თქმით, ფიშერმა სიცრუის ტირაჟირებას თავი უნდა დაანებოს.

„21 ნოემბრის ბრიუსელის შეხვედრის ჩაშლას რაც შეეხება, თუ ფიშერს ევროკავშირის თანამდებობის პირები ანონომურ ალკოჰოლიკებად წარმოუდგენია, ეს მისი პრობლემაა. ეს ადამიანი ვენის კონვენციას ფეხქვეშ თელავს. ეს ადამიანი მთავრობისგან ითხოვდა, რომ გერმანიიდან მიღებულ გრანტებზე კანონმდებლობა არ გავრცელებულიყო და მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემულიყო გერმანული გრანტები, რაზეც უარი მიიღო. ცოტა ხნის მარტა კოსის განცხადება მოვისმინეთ, რომ ისინი გზებს ეძებენ, რათა გვერდი აუარონ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შემთხვევით, ფიშერი ხელს ხომ არ უწყობდა, რომ საქართველოში შავი ფული ისე შემოსულიყო, კანონმდებლობის ჩარჩოში არ მოქცეულიყო“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×