|

„ქართული ოცნების“ გუნდმა და არჩეულმა ხელისუფლებამ „დიფ სტეიტის“ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ხელიდან გამოაცალა ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოს და ქართველი ხალხის კისერზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმება- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ნაცმოძრაობას, მასთან დაკავშირებულ პირებს პირდაპირ მომზადებული ჰქონდათ „შეიარაღება“ რომლითაც შეეცდებოდნენ, რომ უფრო მეტი არეულობა მოეხდინათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს შეძლეს 28 ნოემბრის შემდეგ და შესაბამისად, ეს პრევენციული განცხადებაც იყო. ყველას გასაგონად ვაცხადებთ, როგორც 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყოველთვის ვამბობთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ, ჩვენს ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ კიდეც იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ამავდროულად, იმ შანტაჟს და მუქარებს, რომ ჩვენ თითქოს უნდა ჩავერთოთ ომში და რადგანაც ამ ყველაფერზე უარს ვაცხადებთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ამ ყველაფერზე ყოველთვის ვამხელთ შესაბამისი განცხადებების ავტორებს და ამავდროულად თუ ვინმე მოიტანს დოკუმენტს და იტყვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ახლავე მოვაწერთ ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ კეთდება მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ახლა ევრობიუროკრატიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს და აქვს სურვილი, რომ მოიყვანოს მოქმედი აგენტები ხელისუფლების სათავეში, ვეტყვით, რომ მათ ეს ყველაფერი არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოში მოქმედი ხელისუფლება ერთ მუშტად შეკრული დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“- განაცხადა გორდულაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|