რეზონანსი
28.11.2025

გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის მე­უღ­ლე ეხ­მა­უ­რე­ბა კრი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის სი­ტყვა გა­აკ­რი­ტი­კეს. შერ­მა­დინ­მა 2027 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ზე ბოლო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და თით­ქმის 20-წლი­ან სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რის და­სას­რულს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ- მი­ნისტრს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა.

ანი ამა­შუ­კე­ლი მად­ლო­ბას უხ­დის მათ, ვინც ქარ­თველ სპორ­ტსმენს მხა­რი და­უ­ჭი­რა და მა­თაც, რომლებმაც ის გა­აკ­რი­ტი­კეს.

„მადლობა უფალს, ყველაფრისათვის! ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით, მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც გა­ი­ზი­ა­რეთ გი­ორ­გის ემო­ცია ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის და­ტო­ვე­ბის გამო. ვი­საც უნდა და­ნახ­ვა, ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს გი­ორ­გის თავ­და­დე­ბას და მონ­დო­მე­ბას ხში­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე. მად­ლო­ბა იმა­თაც, ვინც სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა, და­მერ­წმუ­ნეთ არც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გვაქვს ბრა­ზი, გი­ორ­გის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თნა­ი­რად უყ­ვარ­ხართ! ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რად ძვირ­ფას­ნი ხართ მის­თვის! მხო­ლოდ სი­კე­თეს და სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს გი­სურ­ვებთ. მად­ლო­ბა უფალს, რომ მად­ლი­ე­რე­ბის და დათ­მე­ნის უნა­რი მოგ­ვცა. მა­ინც „სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს დე­და­მი­წას“ და ყვე­ლას ურ­თი­ერთსიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას გი­სურ­ვებთ!“ - წერს ანი ამა­შუ­კე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს 2027 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ მარ­ცხით და­ი­წყო - სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩი ან­გა­რი­შით 79:92 წა­ა­გო.

ეს შეხ­ვედ­რა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე ბოლო იყო გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის­თვის, რო­მე­ლიც თით­ქმის 20-წლი­ან სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს. ნაკ­რებ­ში მისი ბოლო მატ­ჩი კი 30 ნო­ემ­ბერს, ეს­პა­ნეთ­ში შედ­გე­ბა.

„ძა­ლიან დიდი მად­ლო­ბა, მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის მე­თა­უ­რო­ბით. დიდი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, რა­საც სპორ­ტის­თვის აკე­თებთ“, - ასე მი­მარ­თა მატ­ჩის ბო­ლოს, გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სი­ტყვა­ში გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რა­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან სტვე­ნა და უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×