რეზონანსი
28.11.2025

ამერიკულ-რუსული ეკიპაჟი, ყაზახეთიდან გაშვების შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით შეუერთდა, რითაც დაიწყო რვათვიანი მისია, რომელიც მოიცავს კვლევას, ექსპერიმენტებსა და დაგეგმილ კოსმოსურ გასეირნებას.

NASA-ს ასტრონავტი კრის უილიამსი, სერგეი მიკაევთან და სერგეი კუდ-სვერჩკოვთან ერთად, Soyuz MS-28-ის ხომალდით გაემგზავრნენ, რათა რვა თვის განმავლობაში სადგურის გრძელვადიანი ეკიპაჟის შემადგენლობაში იმსახურონ. Euronews-ის ცნობით, მათი სამუშაო, სამეცნიერო კვლევას და ორბიტალურ სადგურზე ყოველდღიურ ოპერაციებს მოიცავს.

NASA-ს ინფორმაციით, უილიამსი ფოკუსირებული იქნება კვლევასა და ტესტირების ტექნოლოგიებზე, რომლებიც შექმნილია მომავალი კოსმოსური კვლევითი მისიების მხარდასაჭერად და დედამიწაზე სიცოცხლის გასაუმჯობესებლად.

ეკიპაჟი, სავარაუდოდ, ორბიტაზე 2026 წლის ივლისამდე დარჩება და ამ პერიოდში, ათობით დაგეგმილ ექსპერიმენტს და ორ კოსმოსურ გასეირნებას ჩაატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×