რეზონანსი
28.11.2025

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, არაგვის ძველი ხიდის მიმდებარედ ახალი ხიდის მშენებლობა გრძელდება, - ამის შესახებ ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა 2026 წლიდან შეძლებს.

„დასრულებულია ხიდის 4 ბურჯის მშენებლობა, მეხუთე ბურჯი დასრულების ფაზაშია. პარალელურად, მიმდინარეობს 73-მეტრიანი ლითონის კოჭების მონტაჟი. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე. არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს აშენდა, ხშირად საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს, რაც დროებით ზღუდავდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა მგზავრებს. ახალი ხიდი არა მხოლოდ სატრანსპორტო უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასაც მნიშვნელოვნად გაამყარებს“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×