რეზონანსი
28.11.2025

პრემიერ-მინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატე - ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია და გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებს, - ასე აფასებს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა „ქრონიკასთან“ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ზაზა თავაძის პოლიტიკიდან წასვლას.

„მახსოვს, აქტიურობდა და გვიტევდა, ახლა თამაშგარეთ დარჩენილა და საერთოდ პოლიტიკის მიღმაც დარჩა. ასე დაემართება ყველა რადიკალს, როცა შენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებ“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×