რეზონანსი
28.11.2025

ელის აწევით გიორგი შერმადინს იმ გულშემატკივრების გაჩერება მოუწია, რომლებმაც ხმაური მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნაკრების წევრმა ნაკრების მხარდაჭერისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა. ბოლო საკალათბურთო მატჩის შემდეგ, სპორტსმენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა. მადლობა უთხრა ყველას, ვინც მის კარიერულ წინსვლასა და სპორტის განვითარებას შეუწყო ხელი, მათ შორის იყო ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით.

ამ სიტყვებიდან მალევე გიორგი შერმადინი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სამიზნე გახდა. ბულინგი, ზეწოლა და შეურაცხმყოფელი განცხადებები - "ფეისბუქ" სტატუსების ავტორები, ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები და ენჯეოები არიან.

ყოფილმა სახალხო დამცველმა სპორტსმენს გულშემატკივრების სიყვარული დაუწუნა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი გიორგი შერმადინს მედროვე უწოდა და უკრაინას თბილისში გამარჯვება მიულოცა.

კალათბურთელებამდე იყვნენ ფეხბურთელები, მანამდე კი ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებსაც ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგი კარგად ახსოვთ. ყოფილი სპორტსმენები და დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სპორტსმენები საჯარო პირები არიან და ქებასთან ერთად კრიტიკასაც უნდა იღებდნენ.

გარედან მართული, დაფინანსებული და მიზანმიმართული კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ - მმართველი გუნდის წევრებისთვის სპორტსმენების ბულინგი ლიბერალური ფაშიზმისა და რადიკალიზმის დასტურია.

გულწრფელი მადლობისთვის სპორტსმენის შეურაცხყოფა მიუღებელია სპორტის მინისტრისთვის.

გიორგი შერმადინი გამონაკლისი არ არის, რამდენიმე კვირის წინ ბულინგის კამპანია გიორგი მამარდაშვილისა და ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელების წინააღმდეგაც მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×