რეზონანსი
28.11.2025

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 27 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 86.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8.6 ათასი ტონა თხილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 69%-ით, 35.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10.03 დოლარია, რაც 70%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები საანგარიშო პერიოდში ასე გამოყურებოდა:

იტალია (2.4 ათასი ტონა);

ესპანეთი (800.2 ტონა);

გერმანია (705.9 ტონა);

სირია (579.1 ტონა);

საფრანგეთი (506.4 ტონა),

საბერძნეთი (382.6 ტონა),

სომხეთი (337.6 ტონა);

ჩეხეთი (330.8 ტონა);

ისრაელი (219.0 ტონა).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×