|

პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო, რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ტერორიზმი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს.
„ბატონმა ელისაშვილმა აღიარა ბრალი. პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა მათთვის თუ მისაღები ფორმაა, ძალიან აცდენილები არიან ზოგადად რეალობას და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. სწორედ ამ ევრობიუროკრატების და ელჩების ხელშეწყობით ამ რადიკალებისთვის სახელმწიფო დამხობაც კი არ არის არალეგიტიმური. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტები, რომელიც რადიკალიზმის ყველაზე უფრო რადიკალური გამოვლინებაა. მე არ ვიცი რა სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სამართალდამცავი უწყებები, რა მუხლით წარედგინება ბრალი თუმცა, პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო, რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ტერორიზმი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|