
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა - თუკი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.
„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.