
წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა გადადგას ყველანაირად გაუაზრებელი ნაბიჯი, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალადობის წახალისებას ყოველთვის შესაბამისი ქმედება მოჰყვება.
„არ ვიცი, რა ვთქვა. ერთია განცხადებები, მეორეა - კონკრეტული ქმედებები. ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქმედებებით ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს, საჯაროდ დაეგმოთ ძალადობა, პირიქით, ხდებოდა წახალისება და ამას საზოგადოებაში მოჰყვებოდა კრიტიკა. როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მის ქმედებებზე, წარმოუდგენელია, რაც მან გააკეთა”, - განაცხადა კახა კალაძემ.