რეზონანსი
01.12.2025

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება უჩივლოს რეპუტაციაშელახულ BBC-ს ჩვენს ქვეყანაზე შავბნელი "პიარისთვის"; სიყალბის ნიაღვარს უნდა ვებრძოლოთ შინ და გარეთ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ცრუ მედიის იარლიყით სახელგანთქმულმა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი  უნდა აგოს ქართველ სამართალდამცველებზე შეთითხნილი პასკვილისთვის.

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება უჩივლოს რეპუტაციაშელახულ BBC-ს ჩვენს ქვეყანაზე შავბნელი "პიარისთვის"; სიყალბის ნიაღვარს უნდა ვებრძოლოთ შინ და გარეთ.

ცრუ ვარაუდებზე და ანგაჟირებულ რადიკალ აქტორებზე აგებული რეპორტაჟი არც ჟურნალისტიკაა და არც სიტყვის თავისუფლება, ეს კლასიკური საბოტაჟია მედიის საფარქვეშ. 

საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სკანდალებში გახვეულმა, 

აწ უკვე ცრუ მედიის იარლიყით სახელგანთქმულმა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი  უნდა აგოს ქართველ სამართალდამცველებზე შეთითხნილი პასკვილისთვის“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×