რეზონანსი
01.12.2025

სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნებათ მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რეკრეაციული ზონები და ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტური ცხოვრებისთვისა და სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვანია. სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადავიყვანთ და გავაძლიერებთ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელების პარალელურად გაგრძელდება მუშაობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც 3-4-წლიან პერიოდს მოიცავს.

„საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროცესების პირველი ეტაპი იწყება. აღნიშნული მოიცავს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიასთან და ქუთაისის ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×