
როგორც ჩანს ელისაშვილს ეს ყველაფერი დაგროვილმა მუდმივმა ფიასკომ, მარცხის შეგრძნებამ, ბოღმამ გააკეთებინა, რომელიც გააჩნია მას, როგორც არშემდგარ პოლიტიკოსს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რამ განაპირობა მისი აზრით ალეკო ელისაშვილის ქმედება.
„ეს [ელისაშვილის ქმედება] არის პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ახორციელებდნენ და ახორციელებენ დღეს ევროჩინოსნები, კონკრეტული რადიკალებისთვის დავალების მიმცემები, ევროკავშირის ელჩი, თუ ა.შ. ძალადობის არდაგმობა, მისგან არგამიჯვნა, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება - ამ ყველაფრის შედეგია ის, რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. როგორც ჩანს ელისაშვილს ეს ყველაფერი დაგროვილმა მუდმივმა ფიასკომ, მარცხის შეგრძნებამ, ბოღმამ გააკეთებინა, რომელიც მას გააჩნია როგორც არშემდგარ პოლიტიკოსს. ნათელია, რომ ქმედებაში შეინიშნება ტერორისტული აქტის ნიშნები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.