რეზონანსი
01.12.2025

რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკასა და რუსეთის მიერ ომის დაფინანსების უნარზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ზეწოლა გაიზრდება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის 40% „ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით ფინანსდება", - განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მაკრონის თქმით, აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმება და ახლა რუსეთის პასუხი აჩვენებს, ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა ის მშვიდობით.

„ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ მარტში მოვითხოვეთ, ზელენსკი დათანხმდა, რუსეთმა კი უარი განაცხადა. შემდეგ კიდევ ერთი წინადადება ივნისში იყო და რუსეთმა კვლავ უარი თქვა. შემდეგ ანკორიჯი და აშშ-ის წინადადება იყო, თუმცა რუსეთმა ისევ უარი განაცხადა. ამჯერად ამერიკამ ახალი წინადადება წამოაყენა და ისევ რუსეთს უნდა დაველოდოთ", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×