რეზონანსი
02.12.2025

„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა ეს არის ერთი გუნდი და რა თქმა უნდა უნდა გარიცხონ ტერორისტი საკუთარი რიგებიდან.

„„ლელო“ და ამ კოალიციის ნაწილები როგორც არიან „ალდეს“ წევრები, ზუსტად „ალდეს“ წევრია ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორიზმს. „ალდე“, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ ტერორისტია მათი გუნდის ნაწილი.

„ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“. თუ არ იქნება ეს განცხადება რომელიმე მხრიდან, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ გუნდში ჰყავს ტერორისტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა ალეკო ელისაშვილის მხრიდან.

„ყველას ამას ვეუბნებოდი, რომ როგორც კი რადიკალიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ექსტრემიზმს და მიიღეს ექსტრემიზმი, როგორც კი ექსტრემიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ტერორიზმს და საბოლოო ჯამში მიიღეს ტერორიზმი. ამ ტერორისტულ აქტში სრული მორალური პასუხისმგებლობა აქვს ასევე ევროპულ ბიუროკრატიას თუ დიპლომატიას, მათ, ვინც „ლელოს“ აძლევდა ევროპულ სერტიფიკატს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×