
BBC-ის მასალაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ პირები, რომლებიც BBC-ის ფილმში მონაწილეობენ.
ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე - გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ "კამიტი" და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება? მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჩვენება წინასწარ არის შეთანხმებული.
"სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას... ამ დროს ადამიანი ამბობს, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ეს ჩემი მოსაზრება არისო. მამამისი გასამართლებულია იმისთვის, რომ შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში... ყველანი ამბობენ ერთსა და იმავეს, რომ ჩვენი მოსაზრება გამოვთქვით და არანაირი კვლევა არ ჩატარებულაო. ესეც წინასწარ შეთანხმებული ჩვენებაა,"- აცხადებს გია ვოლსკი.