
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს.
როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონი გეგმავს, უკრაინაში მიმდინარე ომის, საფრანგეთისა და ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის საკითხები განიხილოს.
ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ ემანუელ მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს პეკინი, გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შეაჩეროს.
საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში იმყოფებიან ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლები.
დაგეგმილია რამდენიმე ეკონომიკური შეთანხმების ხელმოწერაც, კერძოდ, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში.