რეზონანსი
03.12.2025

"ეს ფილმი სინამდვილეში არის ბინძური პასკვილი, რომელიც ნამდვილად არის დაკვეთილი და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დეზინფორმაციის გზით დაზიანებას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ფილმში მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ჩვენ, როგორც წესი, უსამშობლოებს ვუწოდებთ," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ის თავის მართლებები, რაც დღეს ცალკეულ ფიგურანტებს აქვთ, კიდევ უფრო სამარცხვინო და უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ მათ, თუმცა ამ ადამიანებისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×