რეზონანსი
03.12.2025

რუსეთის სულ უფრო და უფრო უგუნური ქცევის წინაშე ნატო-ს მეტი ურყევი სიფრთხილე სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა „მეტი უნდა გააკეთონ“ და თავდაცვის ხარჯებში მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ფრონტის ხაზის შენარჩუნებაში და მისი მოსახლეობის დაცვაში. უკრაინა აგრძელებს წარმოუდგენელი მდგრადობის გამოვლენას. პუტინი თვლის, რომ მას შეუძლია ჩვენზე მეტი ხნის განმავლობაში გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ. თუმცა დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ის ცდება“, – განაცხადა მან.

ამასთან მარკ რუტემ აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შექმნილი

ჩიხიდან გამოსვლა და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია.

„ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით თებერვლიდან არის დაკავებული და დღემდე მუშაობს აშშ-ში სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან ერთად. ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, როგორც ტრამპმა თქვა, ერთბაშად ვერ მოხდება და ეს იქნება ეტაპობრივი მიდგომა. არ არსებობს იმის შიში, რომ აშშ-მ შეიძლება დაკარგოს ინტერესი სამშვიდობო პროცესის მიმართ და ტრამპი მასში ჩართულობას განაგრძობს. ეს გადამწყვეტია, რადგან აშშ უდავოდ ნატოში ყველაზე დიდი მოკავშირე და დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, რა მოხდება თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება, აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს და ამ შემთხვევაში, რას გააკეთებს ალიანსი, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატოს „გეგმა B“ არ აქვს, რადგან აშშ თანმიმდევრულად აგრძელებს მოქმედებას „ნატოს „გეგმა B“ არ აქვს, არა მგონია, ამაზე ვიფიქროთ.

„აშშ ძალიან თანმიმდევრულია უკრაინის მხარდაჭერაში, ისევე როგორც ნატოს ყველა მოკავშირე. ჩვენ ველით, რომ ევროპელები და კანადელები გადადგებიან ნაბიჯები, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. ნატოს წევრი ქვეყნების ორმა მესამედმა აიღო ვალდებულება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) მეშვეობით. პროგრამა ხელს უწყობს უკრაინისთვის კრიტიკული მასალის მიწოდებას“, – განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×