რეზონანსი
05.12.2025

BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს რამენაირად პოლიტიკური სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ.

„რადიკალებს უნდათ შექმნან ისევ რაღაც ფონი გარე პატრონების და იმ სპეცსამსახურების დამსახურებით, რომლებიც ჩართულები არიან ამ სიუჟეტების მომზადებაში, თითქოს ადამიანებს დააჯერონ, რომ საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ნივთიერებებს იყენებს. ეს ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში რამენაირად შეინარჩუნონ პოლიტიკური სიცოცხლე იმ ნულზე დაყვანილმა პოლიტიკოსებმა, ვინც გვყავს ოპოზიციაში“, - აცხადებს რურუა.

BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×