რეზონანსი
05.12.2025

ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს „ლელოს“ ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს - დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

კუპრაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან“. როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს „ლელოს„ ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს. დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა“, - წერს კუპრაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×