რეზონანსი
05.12.2025

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ ღიად ისაუბრა, რა მეთოდს მიმართავდა შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის ეგიდით გამოყენებული ყოფილიყო ეს ამ ქვეყნებში სუვერენიტეტის დასაქცევად, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ლოურენს უილკერსონის განცხადება პირდაპირი დადასტურებაა, რომ არასამთავრობო სექტორი სინამდვილეში არა სამოქალაქო საზოგადოების სურვილებს, არამედ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების შეხედულებებს გამოხატავდა.

„ალბათ ამით წერტილი ესმება ყველა იმ მანიპულაციას და ტყუილის გავრცელების მცდელობას, რაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ეხება. აფერას, რომელსაც საუკუნის აფერა, რომ ერქვა და ამ კანონს რუსული სახელი, რომ მოუძებნეს. ამ კანონმდებლობის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა იყო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ ალბათ წერტილი საბოლოოდ დაუსვა, პირდაპირ, ღიად და საჯაროდ ისაუბრა, რა მეთოდს მიმართავდა შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის ეგიდით გამოყენებული ყოფილიყო ეს ამ ქვეყნებში სუვერენიტეტის დასაქცევად. ეს იმის პირდაპირი მანიშნებელია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურვილი აქვს, სუვერენიტეტი დაიცვას, ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა ასევე დაიცვას მსგავსი ქმედებებისგან. „ენჯეო“ სექტორი რომ სინამდვილეში არა სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებებს, აზრებს და სურვილებს, არამედ ზოგიერთი ქვეყნების სპეცსამსახურების სურვილებს, შეხედულებებს და აზრებს გამოხატავდა, ამის პირდაპირი დადასტურებაა ის, რაც ამ ბატონმა ბრძანა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში), ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა, „როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×