
კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას. ნიკოლეიშვილი საუბრობს იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მოქმედებენ მაშინვე და ფატალურ შედეგს იწვევენ. მისი თქმით, ასეთი ნივთიერებები ამოღებულია.
„ეს ხალხი, მომიტინგეები, ცოცხალია. ნივთიერებები - ზარი, ნიპრიტი, ესენი, რომლებიც სამხედრო მედიკებმა გვასწავლეს ჩვენ, ექიმებს, მოქმედებენ მაშინვე და რატომ არის აკრძალულები? - იმიტომ, რომ ისეთ შეუსაბამოდ მძიმე დაზიანებებს იწვევენ, რომ ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებენ. არის ტყვიები, რომელიც ამოღებულია, იცით, აკრძალულია, იმიტომ რომ ის გადარჩენის შანსს პრაქტიკულად არ ტოვებს. ნუ ახლა ატომური იარაღია არ არის აკრძალული არც ის არ ტოვებს“,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.