რეზონანსი
05.12.2025

ნებისმიერ ეჭვს კლინიკურად ტოქსიკოლოგები ადგენენ და ბატონი თემურ კობიძე გამოვიდა კიდეც, ის არის ამაში სერტიფიცირებული და კომპეტენტური, - განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველანაირი მოსაზრება არის ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს.

„მე, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, შეიძლება ეჭვი მივიტანო რომ აქ ეს არის, მაგრამ მერე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველაფერი არის ჩემი ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს. როცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მოვა პასუხი რომ აქ აღმოჩნდა ეს ნივთიერება ან ამ ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი ამ კონცენტრაციით, იქ არის მოწამვლა - დანარჩენი ეს ყველაფერი არის ზღაპარი, ნულია, მისი რელევანტურობა და დამაჯერებლობა. ჩვენ რომ ახლა ვიყოთ 90-იანი წლების საქართველოში, როცა ბნელოდა, როდესაც ქრომატოგრაფები ძველი იყო უკვე, როდესაც სასექციოში ფანრით შევდიოდი, დენი არ იყო, ქიმიური ლაბორატორია მუშაობდა, მაგრამ რეაქტივები ძალიან ჭირდა. ჩვენ რომ იმ დროში ვიყოთ და როგორც ჩანს, ის პედიატრები მამა-შვილი დარჩნენ 90-იან წლებში და მე მახსოვს მძიმე პერიოდი.

მაგრამ დღეს ხომ ეს დრო არ არის, ისინი იქ დარჩნენ როდესაც ასე გამოკითხვების ამარა აგროვებ [მასალას]? ეს არის სიბნელე. 90-იანებში და 9 აპრილის დროს, კი ბატონო, მეტი საშუალება არ იყო. მაშინ ძალიან არეული იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ეს ხალხი იმ კრიტერიუმებით აზროვნებს, იმაზე წინ ვერ წავიდნენ, არადა მედიცინა სულ წინ მიდის და მით უმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს, მოწამვლაზე საუბრობ და იცი, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა ლაბორატორიით უნდა დადასტურდეს, ამის გარეშე ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა მეტი არაფერი.” - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×