რეზონანსი
05.12.2025

2026 წლიდან საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება! სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, არამედ ზოგადი სკოლების, პროფესიული სწავლების და განათლების ხარისხის ზრდას.

„2026 წლიდან საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება! სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად ზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა. აღარ იქნება სელექციური მიდგომა ნიჭიერ, მაგრამ შეჭირვებულ ახალგაზრდებსაც ექნებათ სწავლის შესაძლებლობა, სტუდენტებს კი აღარ მოუწევთ სწავლაზე უარის თქმა ფინანსური მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა: დაიხვეწება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, სასწავლო კლასები და საცხოვრებელი პირობები. სტუდენტებს ექნებათ თანამედროვე გარემო, რომელიც სწავლას მაღალ სტანდარტებზე უზრუნველყოფს და ამასთან ერთდროულად უზრუნველყოფს, მომავალში მათი ცოდნის მაქსიმალურ გამოყენებას.

განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, განათლების გარეშე განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია, სწავლის გადასახადის გაუქმება ასევე ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, სწორად ხედავს არსებულ გამოწვევას და მასზე რეაგირებს. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი, მოლდოვაში რომელიც საქართველოს მრავალ კომპონენტში "ჯობნის" ბაღში სწავლაც კი ფასიანია და იქ მშობლებს გარკვეული სახის გადასახადის გადახდა უწევთ. ეს ფაქტი ზუსტად ასახავს დამოკიდებულებას საკუთარი ხალხის მიმართ. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საკუთარი მოსახლეობის წინაშე, მოლდოვის მთავრობა კი ევრობიუროკრატების წინაშე! საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, არამედ ზოგადი სკოლების, პროფესიული სწავლების და განათლების ხარისხის ზრდას. ამ რეფორმის შედეგად გაიზრდება სასწავლო სტანდარტები, დაიხვეწება ინფრასტრსუქტურა და გაუმჯობესდება თანამედროვე სასწავლო გარემო. ეს ნაბიჯები ქმნის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს ქვეყანაში, სადაც განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობები სრულად არის რეალიზებული.” - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×