რეზონანსი
05.12.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე - 10.77%-ით მოიმატა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 8.75%-ით, ღორის ხორცი - 5.9%-ით, ფქვილი - 9.68%-ით, მარილი - 8.28%-ით, იმერული ყველი - 10.77%-ით, ზეთი - 17.3%-ით და კარაქი - 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში - 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.

ხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა - კიდევ რა მომსახურებაზე მოიმატა ფასებმა კაფეშიხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა - კიდევ რა მომსახურებაზე მოიმატა ფასებმა კაფეში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე - 10.77%-ით მოიმატა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 8.75%-ით, ღორის ხორცი - 5.9%-ით, ფქვილი - 9.68%-ით, მარილი - 8.28%-ით, იმერული ყველი - 10.77%-ით, ზეთი - 17.3%-ით და კარაქი - 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში - 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.

ცნობისათვის, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×