რეზონანსი
06.12.2025

„ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ფარა“ უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რათა ქართულმა საზოგადოება საქმის კურსში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აგენტურულ მოქმედებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე აშშ-ში.

„საგულისხმოა ის რომ, სწორედ მავნებლური „ბიბისის“ რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა, თითქოს, ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენებას საკუთარი მოსახლეობის მიმართ, იყო აქტიურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ და დროშიც ზუსტად ემთხვევა „ბიბისის“ მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა „ფარა“ უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეერთებულ შტატებში „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×