
გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
ამასთან, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ: პირველი, ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, მეორე, ქიმიური ნივთიერება „ტრიქლორეთილენი“ ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით, და მესამე, ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“.