რეზონანსი
06.12.2025

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 198 დოლარია, რაც დღის ჭრილში 0.36%-იანი კლებაა. ამავე მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთ თვეში 5.7%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი ოქროს ღირებულება 60%-იან გაძვირებას აჩვენებს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ადგილობრივად ოქრო ერთ დღეში დაახლოებით 4 ლარით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი ბირჟებზე დღეს 379 ლარია, გუშინ კი ამავე სინჯის ოქრო ბირჟებზე დაახლოებით 375 ლარის ფარგლებში იყო.

ამასთან, გაძვირდა ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში ფასები წლიურად 47%-ით გაიზარდა, ხოლო თვის ჭრილში ფასები 4%-იან მატებას აჩვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×