რეზონანსი
06.12.2025

დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრ1ეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, დროა, რომ ადგილობრივი აგენტების პარპაში სახელმწიფომ დაასრულოს.

„დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ ამ აბსურდული თეატრს მათივე უცხოელი პატრონები ისეთი გაოცებული აღშფოთებით გამოეხმაურნენ, თითქოს ეს სიბინძურე მათ მიერ დაგეგმილი არ ყოფილიყო. აგენტები კიდევ უფრო გამხნევდნენ და შოუებში მონაწილეობისათვის უკვე ყველაზე მძიმე არტილერიას იყენებდნენ, სალაპარაკოდ მოჰყავთ ერთმანეთზე უფრო სასაცილო ადამიანები, რომელთაგან ზოგის თუთიყუშს ბუმბული გაცვივდა, ზოგის ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ზოგიც მოწამვლის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ექიმებმა განაცხადეს: „წესით, ცოცხალი არ უნდა იყოსო“.

ვფიქრობ, დროა, ეს მარაზმი დასრულდეს. არ შეიძლება უცხოეთში ვინმემ დაგეგმოს ახალი სიბინძურეები, რომელშიც ადგილობრივი აგენტები იაფფასიანი საცირკო ილეთებით მონაწილეობდნენ, შემდეგ კი ვიღაცები ამის საფუძველზე რეზოლუციებს წერდნენ და სანქციებით იმუქრებოდნენ. პროვოკატორებისა და შანტაჟისტების დრო უნდა დასრულდეს, სახელმწიფომ კი უნდა ინებოს და ალაგმოს ეს სულგაყიდული აგენტების პარპაში“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×