რეზონანსი
06.12.2025

გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო ის ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა პოლიციის მიერ, არის ლეგალურად შეძენილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ობიექტურობას არ მიიღებს.

„გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო ის ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა პოლიციის მიერ, არის ლეგალურად შეძენილი. არის დასაშვები ნივთიერება, რომელიც ასეთი მიზნებისთვის საპოლიციო ოპერაციებისას კანონით შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს. იმავდროულად ჩანს, რომ თვითონ ეს ნივთიერება იმდენად ფართოდ არის გამოყენებაში, ანუ არ არის აბსოლუტურად აკრძალული, რომ საქართველოში სხვადასხვა სააფთიაქო, სამედიცინო თუ სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა საჭიროებებისთვის ამ ნივთიერებას ყიდულობდნენ. ამან, რა თქმა უნდა, ობიექტურად წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციას, რომელიც „ფეიკ“ ე.წ. „ბიბისის“ გამოძიების შედეგად გაჩნდა. ბუნებრივია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ობიექტურობას არ მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია. BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×