რეზონანსი
06.12.2025

Numbeo-მ რძის ფასების ინდექსი განაახლა. მონაცემების მიხედვით, 101 ქვეყანას შორის საქართველო 21-ე ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მარკეტებში 1 ლიტრი რძე, საშუალოდ, 1.87 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 96 ცენტს (91-ე ადგილი) შეადგენს.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება: აზერბაიჯანი (50-ე ადგილი) - 1.41 დოლარი; რუსეთი (72-ე ადგილი) – 1.23 ცენტი. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მონაცემები რეიტინგში ამჟამად წარმოდგენილი არ არის.

რეიტინგი დალაგებულია სხვადასხვა ქვეყნის მარკეტებში 1 ლიტრი რძის საშუალო ფასის მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×